რამდენიმე თვის წინ ახალგაზრდა გოგონამ ქსნის ხეობიდან (საზღვრისპირა სოფელი ოძისი) საკუთარი საწარმო – „თიგის სახლი“ დააფუძნა. დღეს იქ სამი სახეობის ეკოლოგიურად სუფთა მცენარეული ჩაი მზადდება,თითოეული მათგანი რამდენიმე მცენარის სინთეზია და ინდივიდუალური სახელი აქვს. მცენარეები მთაში გროვდება, მოკრეფიდან შეფუთვამდე კი არანაირი ხელოვნური ჩარევა არ ხდება, რაც მას განსაკუთრებულსა და გამორჩეულს ხდის.
სატელეფონო ჩართვა: ნინო თიგიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, „თიგის სახლის“ დამფუძნებელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: