#სახლისკენ - „ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ოდესმე ასეთი ხარისხიანი პროდუქტი გვექნებოდა“
სამეცნიერო სადგური სექტემბერში ჩამოყალიბდა თბილისის N175 საჯარო სკოლის, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეების მიერ. მოსწავლეები აწარმოებენ სამეცნიერო ყუთებს, რომელშიც მოთავსებულია ქიმიური ექსპერიმენტის ჩასატარებლად საჭირო ყველა რეაქტივი და ჭურჭელი. მათი პროდუქტის მიზანია ბავშვების დაინტერესება და მათთვის სამეცნიერო (სტემის) საგნების შეყვარება. მონაწილეობას იღებენ ჯუნიორ ეჩივმენტის პროექტში, ხუთეულშიც გადავიდნენ, ახლა მუშაობენ იმისთვის რომ გაიმარჯვონ და გაემგზავრონ საფრანგეთში.
სტუმრები: მარიამ ფარქოსაძე, ანა გოგობერიშვილი, ანა პიტიურიშვილი, სალომე ედიშერაშვილი – 175 საჯარო სკოლის, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები.