#სახლისკენ - პოლიეთილენის პარკი - საფრთხე, აკრძალვა და ალტერნატივა
#სახლისკენ - პოლიეთილენის პარკი - საფრთხე, აკრძალვა და ალტერნატივა

2019 წლის 1 აპრილიდან საქართველოში ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოება და გამოყენება იკრძალება. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან კი, საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. ამავე რეგლამენტის მიხედვით, 1 აპრილიდან სრულად აიკრძალა ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. აღნიშნულ თემით დაინტერესდა „ახალი დღის“ ჟურნალისტი ნინო იმნაიშვილი, რომელიც ესტუმრა გადაცემას „სახლისკენ“ საკუთარი კვლევის შედეგები გააცნო.