მე-19 საუკუნის ევროპისა და მე-20 საუკუნის 1905-1921 წლების საქართველოს სახალხო უნივერსიტეტების საქმიანობით შთაგონებულმა პროექტმა, რომელსაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) ფარგლებში საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) ახორციელებს, მთელი საქართველოს მასშტაბით 80-მდე დაბა, სოფელი და ქალაქი მოიცვა და 2000-ზე მეტი მსმენელისთვის მოძრავი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორები: პროფესორები, მკვლევრები და ექსპერტები კითხულობენ ლექციებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ისტორია, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, სამოქალაქო განათლება, გენდერი, სასოფლო განვითარება, სათემო თვითორგანიზება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, კარიერული განვითარება და გარემოსდაცვა. მოძრავი უნივერსიტეტის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.
სტუმრები – თეონა ლებანიძე, პროექტ LINKS-ის ხელმძღვანელი და ისტორიკოსი; ირაკლი ირემაძე, მოძრავი უნივერსიტეტის კოორდინატორი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: