პიკის საათი - 09.11.2023
პიკის საათი - 09.11.2023

1) საქართველო მსოფლიო რუკაზე 

საქართველოს ისტორიის საეტაპო ეპიზოდები მსოფლიო რუკაზე თავის ღირსეულად დამკვიდრების თვალსაზრისით.

სტუმარი: ირაკლი ირემაძე – ისტორიკოსი.

 

2) სიკეთის, რწმენის,  სიტყვისა და ფიქრის ძალა

„სჭირდება თუ არა ზრდასრულ ადამიანს ზღაპრები? მითები? რა ფუნქცია აქვთ მათ? – ბანალური, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებას კიდევ ერთხელ გვახსენებს. გვაქვს თუ არა თანამედროვე მითები? კი, რა თქმა უნდა, გვინდა არ გვინდა, ისინი განაგრძობენ დაბადებასა და შემდეგ არსებობას.

სჯერა თუ არა მათი, თანამედროვე სკეპტიკოს ჰომოსაპიენსს? იშვიათად.

ყველაფერში ეჭვის შეტანა ჩვენს ყოველდღიურობად იქცა და არცაა გასაკვირი. თუმცა კეთილ ამბებს, მითებს ზიანი არ მოაქვთ, სულ პირიქით, გულს გვიჩუყებს, რწმენას გვიღვივებს, ადამიანობასთან გვაბრუნებს.

ასე რომ, ნუ გეშინიათ კეთილი მითების, აზიარეთ, ირწმუნეთ, დააჯერეთ თავი, რომ სიკეთე ყოველთვის სძლევს ბოროტებას, სიტყვას, რწმენას, ფიქრებს დიდი ძალა აქვს“, – ინა იმედაშვილი.

სტუმარი: ინა იმედაშვილი – მასწავლებელი (მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2023 წლის ხუთეულიდან)

 

3) თეატრალური პრემია „თავისუფალი“

პრემია „თავისუფალი“ არის თანამედროვე დამოუკიდებელი თეატრალური პროცესის

განვითარებაზე ორიენტირებული ჯილდო, მოტივატორი, თანამდგომი და თანამებრძოლი.

„ცხენები ფანჯარაში“ და „მიჯაჭვული ამირანი“ – პრემიერები თუმანიშვილისა და რუსთაველის თეატრებში.

სტუმრები: გვანცა გულიაშვილი – პრემია „თავისუფალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანა კვიბიკაძე – ჟიურის წევრი.

რესპონდენტი: ია შერაზადიშვილი – რუსთაველის თეატრის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი.

 

4) „თქვენს ძაღლს ფსიქიატრი ესაჭიროება“ 

შვილი ძაღლის ავტობიოგრაფია. ისტორიები დიდ მეგობრობაზე და საოცარ სიყვარულზე, რომელიც სამყაროში ყველაზე დიდ ერთგულებასთან ასოცირდება.

სტუმარი: ნათია ნოზაძე – წიგნის მთარგმნელი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: