#სახლისკენ - უკრაინის ომი ქართველი პოეტების სტრიქონებში
20:59, 15.04.2022
განსხვავდება პოეზიასა და პროზაში ასახული ომი? რატომ არ არის ბოლო დროს ომზე დაწერილი ქართველი პოეტების ლექსების შთაგონების წყარო მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომი და რატომ ისმის მათში საქარველოს გადატანილი ომების გამოძახილი? რატომ არის საინტერესო იმ კონტექსტის ცოდნა, ან გათვალისწინება, რომელშიც პოეტური ნაწარმოები იწერება? როგორ იბადება ლექსი ახლობლებზე ფიქრისა და საინფორმაციო გამოშვებების ფონზე? რატომ გაისმის ომის თემაზე დაწერილ ლექსებში ყველაზე ხშირად ღმერთისადმი დასმული შეკითხვები და როგორ აღმოჩნდა მარიუპოლის თეატრის სარდაფში ღმერთი?როგორ იქცა თავის დროზე აფხაზეთის ომისას განცდილ ტკივილზე დაუწერელი ლექსები პოეტურ სტრიქონებად უკრაინაში მიმდინარე ომის გამო?
სტუმრები – პოეტი, მთარგმნელი ნატო ინგოროყვა და აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე (სატელეფონო ჩართვა)
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: