პიკის საათი - 27.12.2022
პიკის საათი - 27.12.2022

1) 2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

რესპონდენტი: გიორგი ლობჟანიძე – ასტროზოთერიკოსი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) საჯარო ლექცია „304-ე აუდიტორიაში“ – როგორ გავხდე ელფი?

დამღლელი სემესტრის საახალწლო არდადეგებამდე რამდენიმე დღე რჩება და ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ ლექციაზე შეიძლება ჩაგთვლიმოთ. თუმცა, ლექციაზე თვალის მოტყუებას ერთი დადებითი თვისება აქვს – ვერასდროს წყდებით სალექციო პროცესს და ზმანებებშიც ლექტორს უსმენთ. ამჯერად ანთროპოლოგიის ლექცია ელფების შემსწავლელ კურსად გადაიქცევა.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) პასტერიადა“ – პასტერის ქუჩის მოზაიკა

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირსა და დიმიტრი უზნაძის ქუჩებს შორის ლუი პასტერის ქუჩა მდებარეობს. მისი პირვანდელი სახელი აფთიაქის ქუჩა ყოფილა და სწორედ ამ სახელითაა დატანილი თბილისის 1876 წლის გეგმაზე. 1902 წელს კი, სამედიცინო საზოგადოების ინიციატივით, ქუჩას ლუი პასტერის სახელი ეწოდა.. ამ ქუჩის მცხოვრებლებს დღემდე შემორჩათ განსაკუთრებული ურთიერთობის, თანაცხოვრებისა და სიყვარულის უნარი.

რესპონდენტები: არჩილ ფრანგიშვილი – ქართველი მეცნიერი ინფორმატიკის დარგში; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი; მერაბ შარიქაძე – მსახიობი; თათო შარიქაძე – ჟურნალისტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

4) ხაშმში რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმი გაიხსნა

ორ ათეულ წელზე მეტია ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი სოფელ ხაშმში ქართველი მწერლის რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის აღდგენის საკითხზე აქტიურად მუშაობდა. ეს პროცესი საგრძნობლად გაააქტიურა 2010 წელს რევაზ ინანიშვილის სახელობის ერთი მოთხრობის კონკურსის დაფუძნებამ.

შედეგად, 2022 წლის 23 დეკემბერს საზოგადოებას რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის აღდგენა აცნობეს.

სტუმრები: თამარ შაიშმელაშვილი – რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის ორგანიზატორი და იდეის ავტორი. ჟურნალ „ანეულის“ მთავრი რედაქტორი

ივანე ჯაფარიძე – ჟურნალისტი; ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

 

5) „თოვლის დედოფალი“ ხულოს თეატრში

„ჩემი მიზანი იყო, მთაში მცხოვრები ახალგაზრდობა ამ ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობით ჩართულიყო თეატრალურ ცხოვრებაში“, – ვახტანგ ბერიძე.

სატელეფონო ჩართვა: ვახტანგ ბერიძე – რეჟისორი; აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის დირექტორი; საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ დამფუძნებელი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე​.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: