პიკის საათი - 11.11.2022
პიკის საათი - 11.11.2022

1) #ფრაგმენტები  – ლია მიქაძე

  • როგორ „მოატყუა“ მიხეილ თუმანიშვილმა ლია მიქაძე?
  • ვინ იყო საქართველოს ტელევიზიის პირველი უცხოელი სტუმარი?
  • ვინ ასწავლიდა მომავალ ტელევარსკვლავს მათემატიკას და როგორ მოხდა, რომ სწორედ ამ საგნის წყალობით შეაბიჯა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ლია მიქაძემ გალაკტიონის სახლში?
  • რა ხდებოდა გასული საუკუნის 60-იან წლებში იმ სივრცეში, სადაც ახლა საქართველოს რადიოს პირდაპირი ეთერის სტუდიაა?
  • ფრაგმენტები 2016 წლის 6 მაისის გადაცემიდან „ხაზის რადიო“.

ავტორი: ეკა ტალახაძე

 

2) ძველი ევროპული რუკების ქართველი კოლექციონერი

ძველი ევროპული რუკების შეგროვება სულხან სალაძემ 5 წლის წინ დაიყწო. ახლა მის კოლექციაში 100-ზე მეტი რუკა და 50-მდე გრავიურა ინახება.

ცოტა ხნის წინ იტალიაში, კერძოდ, ქალაქ გენუაში, ანტიკური რუკებისა და წიგნების მაღაზიაში მიაკვლია 1716 წლით დათარიღებულ რუკას, რომელზეც ბათუმი თანამედროვე სახელწოდებით პირველად არის აღნიშნული.

რესპონდენტი: სულხან სალაძე – ძველი ევროპული რუკების და გრავიურების კოლექციონერი; იურისტი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) „ნასესხები შუქი“

11 ნოემბერს, 17:00 საათზე, მეექვსე საავტორო სკოლის დიდ დარბაზში ავსტრიელი პოეტის – როზე აუსლენდერის (1901-1988) ორენოვანი კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.

პოეტის ლექსები ქართულად ამირან პაკო სვიმონიშვილმა თარგმნა.

ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფილმი „ნასესხები შუქი“, რომელიც სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის წარმომადგენელი ორი პოეტის: როზე აუსლენდერისა და ამირან პაკო სვიმონიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს.

ფილმის ავტორია ნინო ხოფერია, რეჟისორი – ზვიად მიქელაძე.

სტუმარი: მზია გალდავაძე – წიგნის რედაქტორი

სატელეფონო ჩართვა: მაია ფანჯიკიძე – მთარგმნელი; წინასიტყვაობის ავტორი

 

4) ბესიკ ხარანაული – 83

2022 წლის 11 ნოემბერს თანამედროვე ქართული ლიტერატურის გამორჩეული ხმა, ბესიკ ხარანაული 83 წლის ხდება.

სატელეფონო ჩართვა: ბესიკ ხარანაული – პოეტი; მწერალი

 

5) ვირტუალური ვაჭრობა

კიბერთაღლითობა, ფიშინგი, უხარისხო პროდუქცია – ვირტუალური ვაჭრობის საფრთხეები და მათი თავიდან აცილების გზები.

რესპონდენტი: ანდრო გოცირიძე – კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: