პიკის საათი - ირაკლი კახიძის ტურიდუ ქუთაისის ოპერის სცენაზე
პიკის საათი - ირაკლი კახიძის ტურიდუ ქუთაისის ოპერის სცენაზე

„ქუთაისში  ოპერა იმდენად უყვართ, რომ  წარმოდგენის შემდეგ ადამიანები ოპერიდან ამონარიდებს ქალაქის ქუჩებში მღერიან“ – ირაკლი კახიძე.

6 ივნისს, 19 საათზე, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი წარმოადგენს პიეტ რომასკანის შედევრს – ერთმოქმედებიან ოპერას „სოფლის ღირსება“.

სპექტაკილში მონაწილეობენ: უცხოეთში დიდი წარმატებით მოღვაწე ქართველი ტენორი ირაკლი კახიძე (ტურიდუ), ახალგაზრდა მომღერალი, ალექსანდრე ხომერიკის აღზრდილი, თბილისის ოპერის თეატრის მიწვეული სოლისტი თამარ ლებანიძე (სანტუცა), ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები: ინგა ფუტკარაძე (ლუჩია), ბაკურ კვირიკაშვილი (ალფიო), ირმა შავგულიძე (ლოლა), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი – ნათია გოგუაძე) და ორკესტრი. სპექტაკლს დირიჟორებს გიორგი რევიშვილი.

ირაკლი კახიძე პირველი ქართველი ტენორია, ვინც ორანჟის ცნობილ, ძალზე პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე იმღერა 2018 წელს. ის დიდი წარმატებით მოღვაწეობს ევროპის ქვეყნებში.

სატელეფონო ჩართვა: ირაკლი კახიძე – ტენორი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: