ლორის წარმოება რაჭველი გლეხისათვის ტრადიციული საქმიანობაა. რაჭული ლორი თავისი გემოვნური თვისებებით მუდმივად სარგებლობდა პოპულარობით, თუმცა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო რეგიონში არ არსებობდა. 2018 წელს ქალაქ ამბროლაურში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში აშენდა საწარმო „რაჭული ლორი“, რომელმაც ტრადიციული გლეხური მეთოდი თანამედროვე წარმოებაში გადაიტანა. ამ თემაზე გადაცემას – „სახლისკენ“ ტელეფონით ესაუბრა კომპანია „რაჭული ლორის“ დამფუძნებელი როსტომ კობახიძე.