ისინი ოდესღაც მართლა არსებობდნენ. თბილისის ახლომახლო მთებიდან მტკვრისკენ ეშვებოდნენ, გზად აგრილებდნენ გარემოს და ატენიანებდნენ ნიადაგს, ამუშავებდნენ წისქვილებს და ქალაქელი ხელოსნების საქმიანობაში თავისი დანიშნულება ქონდათ. ზოგჯერ, შესაძლოა, პრობლემებსაც უქმნიდნენ მოსახლეობას, მაგრამ უფრო მეტი სარგებლობა მოქონდათ. ახლა მათი უმრავლესობა უხილავია და მხოლოდ თბილისური ქუჩების, ან უბნების დასახელებებს შემორჩა. ხშირად ადგილობრივებმაც არ იციან, რომ ეს ტერიტორია ერთ დროს დედაქალაქის გარშემო არსებული მთებიდან წამოსული მდინარეების ხეობებს ეკავა. მილებში მოქცეულ და მათ გარეთ დარჩენილი თბილისური მდინარეების დღევანდელობაზე გიამბობთ მწერალი, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი, – თეა თოფურია.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: