#სახლისკენ - ახალი თაობის ორიენტირები
#სახლისკენ - ახალი თაობის ორიენტირები
  •  FM ნავიგატორი – სახლის გზაზე მოსასმენი უახლესი საინტერესო ამბებითა და სხვადასხვა ჟანრის მუსიკით: ბილ გეიტსი ინტერნეტით დეზინფორმაციის გავრცელებისა და ელონ მასკის ახირებების წინააღმდეგ; რატომ დაბლოკა ადმინისტრაციამ პოპ დივას, მადონას ინსტაგრამ პოსტი, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის შექმნას უკავშირდებოდა და რა გამოხმაურება მოჰყვა ამ ფაქტს შოუ ბიზნესის სამყაროში; სიახლეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით covid 19-ის ვაქცინაზე მომუშავე ლაბორატორიებიდან; სამეცნიერო ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნებული მესის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად აგრესიული ინტერნეტ თამაშები მოთამაშეებში ძალადობის ან აგრესიისკენ მიდრეკილებას არ იწვევს.
  •  თუ გული გულობს… ზღვა კოვზით დაილევაო, ანუ საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები გოგოს ისტორია, რომელიც გვიამბობს, რამდენი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა მას საიმისოდ, რომ მიზნისთვის მიეღწია;
  •  „ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდებთან ერთად და ახალგაზრდების მიერ“ – პროექტი, რომლის მიზანიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ახალგაზრდების, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრების, გააქტიურებაა;
  •  მუსიკალური კალენდარი – როგორ აღმოჩნდა პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის მეხუთე ალბომში – Off the Wall ფრენკ სინატრასთვის, სრულიად განსხვავებული ჟანრის, სტილისა და თაობის მუსიკოსისთვის შექმნილი კომპოზიცია She’s Out of My Life; კას ელიოტი – მუსიკოსი, რომელმაც დამოუკიდებელი ქალი ვარსკვლავის იმიჯი შექმნა და 60-იანი წლების ამერიკის ზედმეტწონიანი თინეიჯერების შთაგონების წყარო გახდა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: