2019 წლის ივნისის თვეში თბილისის თოჯინების თეატრი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით საგასტროლო ტურნეს მართავს საქართველოს რეგიონებში. წარმოდგენებზე დასწრება თავისუფალია. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს კულტურული ღონისძიებების ხელმისაწვდომობას რაიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის. უკვე გაიმართა გასვლითი სპექტაკლები დმანისში, მარნეულსა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში. სადაც მოხდა სპექტაკლის – „მუსიკალური ცისარტყელა“ ჩვენება. 24 ივნისიდან კი ტურნე გრძელდება დასავლეთ საქართველოს შემდეგ ქალაქებში: სამტრედია, ფოთი, ოზურგეთი და ხულო, სადაც წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები: „საქართველო“ და „ნაცარქექია“. ტურნეს შესახებ, გადაცემაში „სახლისკენ“, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ საბაშვილმა ისაუბრა.