პიკის საათი - 23.12.2022
პიკის საათი - 23.12.2022

1) საახალწლო ფილმების მარათონი

ორშაბათს – „ელფი“, სამშაბათს – „მარტო სახლში“, ოთხშაბათს – „გრინჩი“, ხუთშაბათს – „ჰარი პოტერი“ (ნაწილი გემოვნებით), პარასკევს – „კლაუსი“ და 31 დეკემბერს 21:13:19-ზე „ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი“, რათა 00:00- ზე ეკრანიდან გაისმას – „მაშ ასე, იწყება“!

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) გაუპიროვნება

„და ვინ ხარ შენ? ადამიანი, რომელიც შენ შექმენი თუ ის ვინც სხვებმა შეგქმნეს და „შენ“ დაარქვეს. დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც გიფიქრია იმაზე, რომ ეს ის საქმე არ არის რასაც უნდა აკეთებდე, ეს ის ადამიანები არ არიან ვისთანაც უნდა მეგობრობდე, ეს ის სამსახური არ არის სადაც უნდა მუშაობდე, ეს ის ქალაქი არ არის სადაც უნდა ცხოვრობდე, ეს ის ადამიანი არ არის ვინც გინდოდა, რომ ყოფილიყავი და ყოველთვის არსებობს სიტყვა, განცდა და ემოცია – „ისე, რომ მოვქცეულიყავი როგორც მე მინდოდა რა იქნებოდა დღეს“…

ასე იწყებს ნატა შაველაშვილი თავის პირველ წიგნს, რომელსაც „გაუპიროვნება“ დაარქვა.

რესპონდენტი: ნატა შაველაშვილი – მწერალი; ფსიქოლოგი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) ყილოშტყებამი“ – „ვეფხისტყაოსანი“ მეგრულად

გამომცემლობა „ინტელექტმა“ ბეჯით (ბენედიქტე) ჯალაღონიას მიერ მეგრულ ენაზე ნათარგმნი ბილინგური „ვეფხისტყაოსანი“ გამოსცა.

„პოეზია მხოლოდ აზრის გადმოტანა არ არის, ეს არის უამრავი ინტონაცია, სახე, ფორმა. მთარგმნელს  განსაკუთრებული პოეტური ალღო სჭირდება, რათა მოიხელთოს ის შეგრძნება ის პოეტური ნერვი, რაც მკითხველს ორიგინალში კითხვისას განცდილს განაცდევინებს“, – ზვიად კვარაცხელია.

სტუმარი: გურამ ახალაია – „ვეფხისტყაოსნის“ კოლექციონერი.

სატელეფონო ჩართვა: ზვიად კვარაცხელია – გამომცემელი („ინტელექტი“).

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

 

4) „პატარა უფლისწული“ რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე

25 დეკემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე პრემიერაა – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ ერთ მოქმედებად.

დადგმის ხელმძღვანელი – რობერტ სტურუა, სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი – ნიკოლოზ საბაშვილი, მხატვარი – ვახტანგ ქორიძე, ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე, რეჟისორის თანაშემწე – რუსუდან ბარბაქაძე.

მონაწილეობენ: გოგა ბარბაქაძე, ლევან ბერიკაშვილი, ბუკა თოლორდავა, დავით კვირცხალია, ირაკლი კერესელიძე, მარიტა მესხორაძე, ბექა მეძმარიაშვილი, ედმონდ მინაშვილი, ტრისტან სარალიძე, ქეთი სვანიძე, მალხაზ ქვრივიშვილი, ნატალია ყულოშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, მარიკა ჭიჭინაძე.

სტუმარი: თამაზ იმნაძე – მუსიკალური გამფორმებელი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: