ანტრაქტი, რომელიც თითქმის მთელი წელი გაგრძელდა, თეატრები მაყურებლის მოლოდინში და რეგულაციების „დრამატურგია“; „ერთხელ მხოლოდ“ – პრემიერა რუსთაველის თეატრში და განახლებული სეზონის ძველი და ახალი სპექტაკლები; თავისუფალი თეატრის საიუბილეო წელი და „ჯინსების თაობის“ მე-20 სეზონი; „სამი ჰალსტუხიანი ანგელოზი“ – გადმოქართულებული ფრანგული ამბავი და თელავის თეატრთან თანამშრომლობით დადგმული სპექტაკლი „როცა ძალიან მოგენატრები“; გოგოლის „შეშლილის წერილები“ და კომედია „ივან ვასილევიჩი“; მარჯანივილის თეატრის პრემიერა „დანაშაული და სასჯელი“, კომენდანტის საათის გამო შეცვლილი სპექტაკლების დაწყების ტრადიციული დრო და რეგულაციების გათვალისწინებით შერჩეული რეპერტუარი; მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლები იმპროვიზებული თეატრალური სივრცეებიდან და ვირტუალური ექსპერიმენტებიდან ნამდვილ სცენამდე; სპექტაკლი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემაზე, „ორთა ბოდვა“ მცირე დარბაზში და „უბედურება“ თეატრის ფოიეში.
სტუმრები – ია შერაზადიშვილი, რუსთაველის თეატრის მარკეტინგის სამსახურის უფროსი; ავთო ვარსიმაშვილი, თავისუფალი თეატრისა და გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; თამარ ლალიაშვილი, მარჯანიშვილის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; დიმიტრი ხვთისიაშვილი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (სატელეფონო ჩართვები)
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: