#სახლისკენ - ტრანსატლანტიკურ-მუსიკალური ხიდი საქართველოს ბუნების ფონზე
#სახლისკენ - ტრანსატლანტიკურ-მუსიკალური ხიდი საქართველოს ბუნების ფონზე
  • FM ნავიგატორი – რა შედეგი აჩვენა ისრაელში ახალი კორონა ვირუსის საწინააღმდეგოდ ჩატარებულმა ვაქცინაციამ? რა პრობლემები შეექმნა კომპანია ასტრა ზენეკას ვაქცინის წარმოებაში? რა წვლილის შეტანას აპირებს ახალი კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჰენსონ რობოტიქსი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ცნობილი ჰუმანოიდი რობოტი სოფია შექმნა და კიდევ რა მიზნებს ისახავს ჰუმანოიდი რობოტების მასობრივი წარმოება? როგორ დაიცავს კვანტურ მექანიკაზე დაფუძნებული ნამდვილად შემთხვევითი რიცხვების გენერირების შესაძლებლობა კიბერუსაფრთხოებას? როგრი იქნება Google-ის ახლი ინტერფეისი და რამდენად გააადვილებს ეს ცვლილება მაომხმარებლისთვის ინფორმაციის მოძიების პროცესს?
  • „საბუკოს“ მისია – რას ნიშნავს ველური ბუნების კონსერვაცია, ან ჰაბიტატების დაცვა და როგორ მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით საქართველოში? რომელია საქართველოს ყველაზე პრობლემური ზონები სახეობებისა და ეკოსისტემების მდგომარეობის მიხედვით და, შესაბამისად, პრიორიტეტული? სად მდებარეობს საქართველოს ყველაზე საინტერესო და ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით ყველაზე მდიდარი, ან ყველაზე უკეთ შენარჩუნებული ბუნებრივი ლანდშაფტები? როგორ ზრუნავს „საბუკო“ ქვეყნის ფლორისა და ფაუნის მდგომარეობაზე? პროექტები, რომლებიც საზოგადოებაში თემისადმი ინტერესის, ასევე პოპულარიზაციისათვის ხორციელდება;
  • მუსიკალური კალენდარი – ცოცხალი მუსიკა, როგორც საქორწინო ცერემონიის სასურველი და ჩვეულებრივი ნაწილი. შემთხვევები, როცა ქოლწილში შეკრებილი სტუმრების წინაშე უცნობი შემსრულებლების ნაცვლად საქვეყნოდ ცნობილი არტისტები გამოდიან. მოგითხრობთ იმ 5 ქორწილის შესახებ, რომლის სტუმრებსაც მსოფლიო მუსიკის ვარსკვლავების შესაძლებლობა ჰქონდათ;
  • ბიზნეს პარტნიორი სახლისკენ – რუბრიკა საქმიანი ადამიანებისათვის: მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს – ტურისტული კომპანიების ნაწილი კი აქციებს მართავს, შედგება თუ არა შეთანხმება და როდიდან მიეცემათ ზამთრის კურორტების წარმომადგენლებს მუშაობის განახლების საშუალება.
  • ტრანსატლანტიკურ-მუსიკალური მისია ბიბისი – ქართველი მუსიკოსის ამერიკული შთაბეჭდილებები და ჰიპ-ჰოპ არტისტ ელ გეთთისთან ერთად განხორციელებულ მუსიკალურ პროექტში “გაჟონილი” ჰარმონია.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

დატოვე კომენტარი