„თბილისის დღიური’’ (1866-1900) – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის თბილისის ისტორიას ასახავს. წიგნში ჩანს რას უთმობდა ყურადღებას მაშინდელი მედია, ჟურნალისტები: ვინ სტუმრობდა ქალაქს, როგორ ხვდებოდნენ უცხოელ დიპლომატებს ქალაქელები, რა კულტურული და საქველმოქმედო ღონისძიებები ტარდებოდა, როგორ იწყებოდა ქალაქის მშენებლობა, სად და როგორ ერთობოდნენ თბილისელები, რა კლუბები და ბაღები ფუნქციონირებდა, რა საზოგადოებები, გაერთიანებები იყო ქალაქში. კვლევის ფარგლებში დამუშავდა მეცხრამეტე საუკუნის ქართული გაზეთების 5000-ზე მეტი ნომერი, კვლევა 1 წლის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა საჯარო ბიბლიოთეკაში დაცული პერიოდული გამოცემების საფუძველზე.
სტუმარი: ანა ბაქანიძე – წიგნის შემდგენელი.