#სახლისკენ - „კლასიკოსები ბავშვებისთვის“ ახალი საბავშვო ლიტერატურული სერია
#სახლისკენ - „კლასიკოსები ბავშვებისთვის“ ახალი საბავშვო ლიტერატურული სერია

9 ნოემბრიდან, წიგნების ახალი სერია, „კლასიკოსები ბავშვებისთვის“ გამოიცემა. სერია მსოფლიოს კლასიკოსი მწერლების იმ ნაწარმოებებს გააერთიანებს, რომელიც მათ ბავშვებისთვის დაწერეს და რომელიც აქამდე არასდროს თარგმნილა ქართულ ენაზე. თითოეული წიგნი ილუსტრირებულია და გაფორმებულია საავტორო ან ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული ილუსტრაციებით. თითოეული წიგნი, ერთი კონკრეტული ავტორის შემოქმედებას გააერთიანებს. სერიაში წარმოდგენილი იქნება: ლევ ტოლსტოის, ვირჯინია ვულფის, ჯეკ ლონდონის, უილიამ ფოლკნერის, ოსკარ უაილდის, ჯ.რ.რ. ტოლკინის მოთხრობები და ზღაპრები.

სტუმარი: ნათია ზაქარაძე – გამომცემელი.