საარქივო მასალების „გაფიცრება“ და სტუდენტების დასაქმება: ორგანიზაცია „შემოქმედებითმა საქართველომ“ პანდემიის პერიოდში კულტურის ხელშესაწყობად ჩაატარა კონკურსი, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია „ქართული ხელნაწერი მუსიკოლოგიური კვლევების ხელმისაწვდომობა“. შეიტყობთ, თუ როგორ მოხდა სტუდენტების მიერ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში დაცული ქართველი მუსიკოლოგების ხელნაწერი ნაშრომების „გაციფრება“, რა მნიშვნელობა აქვს სასწავლო პროცესისთვის ამ მოვლენას და რამდენად რთული, ან საინტერესო იყო სტუდენტებისთვის სამუშაო, რომელშიც მათ გარკვეული ანაზღაურებაც მიიღეს;
სტუდენტთა გადამზადება Covid-19-ის მართვის მიზნით: პანდემიური ვითარების გამო სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის მედიცინის ფაკულტეტის მაღალკურსელები გადამზადების სწრაფ კურსს გადიან და მედიკოსთა სარეზერვო ბაზას ეტაპობრივად ემატებიან. მათ შორის არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებიც. შეხვდებით ამ ფაკულტეტის მედიცინის სპეციალობის სტუდენტს, რომელიც პარალელურად ბათუმის იაშვილის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის კოვიდ-განყოფილებაში უმცროსი ექიმის პოზიციაზეა დასაქმებული;
გაცვლითი პროგრამით – პანდემიურ რეალობაში: მოისმენთ, თუ როგორგანაგრძობსსწავლასპანდემიის პერიოდში გაცვლითიპროგრამითლიეტუვაშიწასული ქართველი სტუდენტი, რა კოვიდვითარებაა ვილნიუსში და სოციალურად დაუცველი ქართველი ბავშვებისთვის განკუთვნილ რომელ პროექტში მონაწილეობს დისტანციურად;
ფსიქოლოგების მუსიკალური აღლუმი: მუსიკა სტუდენტებისთვის.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: