#სახლისკენ - ვარიაციები „მერანისა“ და სხვა ავტორების თემაზე
#სახლისკენ - ვარიაციები „მერანისა“ და სხვა ავტორების თემაზე
  •  FM ნავიგატორი – რა ღირს კონტრაქტი, რომელიც Google-მა მსოფლიოს ახალი ამბების გამომცემლობებთან გააფორმა და მიზნად ისახავს Google News-ის მომხმარებლებისთვის უახლესი ინფორმაციისა და ფასიანი სტატიების გარკვეული ნაწილის უფასოდ მიწოდებას? რა ახალ შესაძლებლობებს იძლევა Google Map-ის განახლებული Street View-ს ფუნქცია, მსოფლიოს რომელი ადგილებიდან არის შესაძლებელი ფოტომასალის ატვირთვა და როდის იქნება მთელ მსოფლიოში ყველასთვის ხელმისაწვდომი? როგორ დაეხმარება Microsoft cortana, რომელიც მალე Windows-ზეც იქნება ხელმისაწვდომი, მომხმარებელს სასურველი ფაილების მოძებნაში?
  •  შავად მღელვარი ფიქრის მხედარი – ესმოდათ თუ არა მის თანამედროვეებს, რისი თქმა სურდა „მერანის“ ავტორს და რამ აქცია ის მწერლად, რომელმაც თავისი ეპოქის ქართულ ლიტერატურაში ახალი სიტყვა თქვა? 4 დეკემბერი ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეა;
  •  ჩვენი ბავშვობის წიგნები – პარასკევობით გადაცემის სტუმარი თავისი ბავშვობის წიგნებზე, მათთან დაკავშირებულ ისტორიებზე, მათგან გამოწვეულ ემოციებზე გიამბობთ. გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს, რომლებიც მასზე დიდი ხნის წინ წაკითხულმა ტექსტმა მოახდინა და როგორ შეიცვალა ბავშვობის წიგნის მიმართ დამოკიდებულება დროთა განმავლობაში;
  •  მუსიკალური კალენდარი – სერიალების ქუდებში გამოყენებული ათი გამორჩეული კომპოზიცია, რომლებსაც მორიგი სერიის სიუჟეტისადმი დიდი ინტერესის მიუხედავად არასდროს ვახვევთ და ბოლომდე ვუსმენთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახალი ეპიზოდისგან ბევრს არაფერს ველით;
  •  აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონის პერიპეტიებზე თორნიკე ბერიშვილი გიამბობთ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: