#სახლისკენ - დაკარგული შედევრები
#სახლისკენ - დაკარგული შედევრები
  • „მაგრამ ეს მოხდა ჩემს უნებურად“: ქართული საგუნდო მუსიკის ფუძემდებლის – ნიკო სულხანიშვილის დღემდე შემორჩენილი ნაწარმოებებიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავია ნაწყვეტი ოპერიდან „პატარა კახი“, რომელიც 1892 წელსაა დაწერილი. საზოგადოება იცნობს ორ შედევრს ამ ოპერიდან: „დაიგვიანეს“ (მწყემსის არია) და – „ძლივს მარტო დავრჩი“ (პატარა კახის არია). რა ვერსიები და ფაქტები არსებობს ნიკო სულხანიშვილის დაკარგული მემკვიდრეობის შესახებ?
  • „ეს სახელი არ სმენია არავის“: ვინ არის ის უცნობი ASTRE, ვისაც ნიკოლოზ ბარათაშვილმა ლექსი უძღვნა, რას მოგვითხრობს სხვადასხვა წყარო ბარათაშვილის დაკარგულ ლექსზე – „ასტრა“ და პოემაზე „ივერიელნი“?
  •  ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმიდან დაკარგული შედევრები: რამდენი ფერწერული ტილო და გრაფიკული ნამუშევარი დაიკარგა ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმიდან და რა ბედი ეწია მათ?
  •  აფიშა: კულტურის სიახლეები თამარ დადიანიძესთან ერთად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: