#სახლისკენ - ხელოვნება ქუჩაში
#სახლისკენ - ხელოვნება ქუჩაში
  • სტრიტ-არტი: სტრიტ–არტი სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი თანამედროვე მიმართულებაა, რომელიც თავისუფლებასთან, ახალგაზრდობასა და ახალ ტექნოლოგიებთან ასოცირდება. ის საკმაოდ პოპულარულია და ქუჩის ხელოვნების ფესტივალებიც კი იმართება, მაგალითად -Tbilisi Mural Fest , რომელიც გასულ წელს თბილისისა და ბერლინის მერიების მხარდაჭერით დაფუძნდა და ჩატარდა. მოისმენთ ფესტივალის იდეის ავტორის საუბარს;
  • მოსიარულე დრამერები: გაიგებთ, თუ რა ინსტრუმენტებზე უკრავენ მოსიარულე დრამერების ჯგუფის წევრები, როდის და როგორ შეიქმნა თბილისში პირველი ეს ჯგუფი, რა ღონისძიებებს მართავს და რა გეგმები აქვს მას;
  • ქუჩის თეატრი: ქუჩის თეატრი 2014 წელს შეიქმნა და მასში სხვადასხვა მიმდინარეობის მსახიობები არიან გაერთიანებულნი. თეატრის პორტფოლიოში უკვე არაერთი პროექტია, რომელიც განხორციელდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შეიტყობთ, თუ რატომ დაარსდა ეს თეატრი და როგორია მისი ყოველდღიური ცხოვრება.
  • აფიშა: კულტურის სიახლეები თამარ დადიანიძესთან ერთად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: