#სახლისკენ - მეხსიერებაში გადამალული წიგნები
#სახლისკენ - მეხსიერებაში გადამალული წიგნები

როგორი მკითხველები არიან მწერლები და ხომ არ უშლის მწერალს წიგნის კითხვისგან სიამოვნების მიღებაში პროფესიული საქმიანობა? მაინ რიდის თხზულებათა კრებულის პირველ ტომში აღმოჩენილი თავგადასავლების სამყარო და გავლენა, რომელიც იქ ამოკითხულმა სასიყვარულო სცენებმა მოახდინა; ბასკერვილების ძაღლი“ დასაწყისის გარეშე და „ტომ სოიერის“ პერსონაჟზე, ბეკიზე შეყვარებული ბიჭი; რა ხიბლი ჰქონდა სოფლის ბიბლიოთეკაში არჩეული წიგნების კითხვას? გვიან წაკითხული „ჩიპოლინოს თავგადასავალი“ და დაგვიანებული ნაცნობობა ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟებთან; ხელახლა წაკითხვისას სხვანაირად აღქმული სასკოლო პროგრამის ნაწარმოებები; რატომ იცვლება თაობიდან თაობამდე ერთი და იმავე ნაწარმოებისადმი დამოკიდებულება? რატომ განსხვავდება ერთმანეთისგან სხვადასხვა ეპოქის ბავშვობის წიგნები? როგორი უნდა იყოს წიგნი, რომ მან თანამედროვე ბავშვების ინტერესი გამოიწვიოს? რაზე მუშაობს ამჟამად და როდისთვის გამოვა მისი ახალი კრებული, გვიამბობს სტუმარი – მწერალი ალეკო შუღლაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: