#სახლისკენ - ქაღალდის საფრენი ბილიკი წარმოსახვაში
#სახლისკენ - ქაღალდის საფრენი ბილიკი წარმოსახვაში
  • FM ნავიგატორისამეცნიერო-ტექნოლოგიური სიახლეები: როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს, რამდენად სანდოა მისი შესაძლებლობები განსაკუთრებული რისკის შემცველი მისიის შესასრულებლად, რა შედეგები აჩვენა ახალი ნეირონული ქსელის გამოცდამ და როგორ აფასებს ხელოვნური ინტელექტის სანდოობის ხარისხს კომპიუტერული მეცნიერი ალექსანდერ ამინი? როგორ აპირებს აშშ-ის არმია ნეირომეცნიერების უახლეს კვლევებზე დაყრდნობით ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც ნეირონული სიგნალების ამოცნობისა და ინტერპრეტირების დახმარებით ჯარისკაცებს აზრებით კომუნიკაციის საშუალებას მისცემს? როგორ ხსნიან მეცნიერები ზოგიერთი მცენარის უნარს, გარემოსთან მიმიკრიის დახმარებით დაიცვან თავი, რაც ზოგიერთი მცენარის სახეობას გადაშენებისგან იცავს? როდის განიხილავს აშშ-ის FDA კომპანია Pfizer-ის განაცხადს ახალი კორონავირუსის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით? კინოს სიახლეები: ქალებზე გადაღებული რომელი სამი ქართული ფილმის ონლაინ ჩვენებას გეგმავს ეროვნული კინოცენტრი გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალური კამპანიის ფარგლებში?
  •  ვინ გახდება რჩეულთა შორის რჩეული იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2017 წელს დააარსა, წელს მეოთხედ გაიცემა. ჟიურიმ უკვე გამოავლინა წლევანდელი კონკურსის ფინალისტები. რომელი ავტორები და გამომცემლობები შევიდნენ სხვადასხვა ნომინაციების მოკლე სიაში?
  •  ჩვენი ბავშვობის წიგნებიპარასკევობით ჩვენი გადაცემის სტუმარი ბავშვობაში წაკითხული წიგნების შესახებ გვესაუბრება; გიამბობთ რომელი მათგანი ახსოვს განსაკუთრებულად? რამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება და ფერმკრთალდება თუ არა ბავშვობის ემოცია დროთა განმავლობაში; იცვლება თუ არა თაობიდან თაობამდე ერთი და იმავე ნაწარმოებისადმი დამოკიდებულება და გვინდება თუ არა ბავშვობაში წაკითხული ტექსტის ზრდასრულ ასაკში წაკითხვა, ან პირიქით – რამ შეიძლება აგვიცრუოს გული წიგნზე; განსხვავდება თუ არა სხვადასხვა ეპოქის ბავშვობის წიგნები?
  •  მუსიკალური კალენდარი – ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ გრემის 63-ე დაჯილდოების ნომინანტები დაასახელა. ღონისძიების ისტორიაში პირველად საუკეთესო როკ შესრულების კატეგორიაში გამარჯვებისთვის მხოლოდ ქალი არტისტები იბრძოლებენ. გაიგებთ მათზე და სხვა მუსიკოსებზე, რომლებიც ნომინაციებში არიან წარდგენილნი.
  •  აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონის პერიპეტიებს გაგაცნობთ თორნიკე ბერიშვილ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: