#სახლისკენ - სპექტაკლი სპექტაკლში, ანუ თეატრისა და სამშობლოს სიყვარული საზღვრების გარეშე
ემიგრაციაში მშობლიური ენისა და კულტურის შენარჩუნების სურვილით ნაკარნახევი ლიტერატურული თეატრის შექმნის იდეა, რომელიც ემიგრანტების შვილებისთვის თეატრალური ხელოვნების გაცნობასთან ერთად საგანმანათლებლო ფუნქციასაც ასრულებს;
ბელგიაში დაბადებული და გაზრდილი მოყვარული მსახიობი გოგონა, რომელიც სვანურად და ქართულად ისევე თავისუფლად ლაპარაკობს, როგორც ბელგიის სახელმწიფო ენაზე;
„იავნანამ რა ჰქმნა“ – ონლაინ რეპეტიციებით შექმნილი სპექტაკლი, რომელმაც ნიდერლანდებში, ბელგიაში, ლიეტუვაში, აზერბაიჯანში მცხოვრები სცენისმოყვარე ემიგრანტები და პროფესიონალი ქართველი მსახიობები გააერთიანა.
სპექტაკლის პრემიერა 7 ივლისს, 19 საათზე, ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
სტუმრები – გეგა ქურციკიძე, რეჟისორი, მანანა ხორბალაძე (ბელგია), რეჟისორის ასისტენტი, ანტვერპენის წმ. ნინოს ეკლესიასთან არსებული ლიტერატურული თეატრის „ჩვენ დავბრუნდებით“ დამფუძნებელი. და ბარბარა ფარჯიანი, მსახიობი (ბელგია).
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: