#სახლისკენ – სპექტაკლი სპექტაკლში, ანუ თეატრისა და სამშობლოს სიყვარული საზღვრების გარეშე

20:57, 29.06.2022
-0:00

ემიგრაციაში მშობლიური ენისა და კულტურის შენარჩუნების სურვილით ნაკარნახევი ლიტერატურული თეატრის შექმნის იდეა, რომელიც ემიგრანტების შვილებისთვის თეატრალური ხელოვნების გაცნობასთან ერთად საგანმანათლებლო ფუნქციასაც ასრულებს;

ბელგიაში დაბადებული და გაზრდილი მოყვარული მსახიობი გოგონა, რომელიც სვანურად და ქართულად ისევე თავისუფლად ლაპარაკობს, როგორც ბელგიის სახელმწიფო ენაზე;

„იავნანამ რა ჰქმნა“ – ონლაინ რეპეტიციებით შექმნილი სპექტაკლი, რომელმაც ნიდერლანდებში, ბელგიაში, ლიეტუვაში, აზერბაიჯანში მცხოვრები სცენისმოყვარე ემიგრანტები და პროფესიონალი ქართველი მსახიობები გააერთიანა.

სპექტაკლის პრემიერა 7 ივლისს, 19 საათზე, ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

სტუმრები – გეგა ქურციკიძე, რეჟისორი, მანანა ხორბალაძე (ბელგია), რეჟისორის ასისტენტი, ანტვერპენის წმ. ნინოს ეკლესიასთან არსებული ლიტერატურული თეატრის „ჩვენ დავბრუნდებით“ დამფუძნებელი. და ბარბარა ფარჯიანი, მსახიობი (ბელგია).

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი