#სახლისკენ - სოვლაბის ციფრული, ღია „საზოგადოებრივი არქივი“
21:09, 16.11.2020
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია 10 წლის წინ შეიქმნა და დაფუძნების დღიდან არ შეუწყვეტია ზეპირი ისტორიების ჩაწერა და სხვადასხვა უნიკალური დოკუმენტის მოძიება. ამ მასალის ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომ რესურსად გადასაქცევად „სოვლაბმა“ შექმნა ალტერნატიული ციფრული პლატფორმა – „საზოგადოებრივი არქივი“. თემის დეტალებზე გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა ისაუბრა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: