პიკის საათი - 06.12.2023
პიკის საათი - 06.12.2023

1) „ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან“

2022 წელს, ძველმანების ბაზრობაზე ნაყიდ დიდ შავ ჩემოდანში, ფართო ფორმატის 500-მდე მინის ნეგატივი იყო ჩალაგებული.

დიგიტალიზაციის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ, უცნობი ფოტოგრაფის არქივმა ახალი, უნიკალური პერსპექტივით დაგვანახა 1930-იანი წლების თბილისი და საქართველოს სხვადასხვა მხარე.

რესპონდენტები: გურამ წიბახაშვილი – ფოტოგრაფი, გამოფენის კურატორი,

ირაკლი ხვადაგიანი – „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი.

 

2) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 2023 წლის დეკემბრის თვეში ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კერძოდ დაბა ბაკურიანში მოეწყობა უფასო ტექნოლოგიური ბანაკი, სადაც მე-10-დან, მე-12 კლასის სკოლის მოსწავლე გოგონები მთელი საქართველოდან იქნებიან.

როგორია ამ ტიპის ბანაკის გამოცდილება და რა შესაძლებლობებს უხსნის ბანაკი გოგონებს?

სტუმარი: სალომე ნაფეტვარიძე – ინოვაციების და ტრექნოლოგიების სააგენტოს GITA -ს ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

 

3) ჟურნალი „დილა“ 120 წლის იუბილესათვის ემზადება

„1904 წლის ნოემბერში დაიბადა „ნაკადული“, რომლის დამაარსებელი იყო საზოგადო მოღვაწე, მწერალი, ქველმოქმედი მარიამ დემურია.“

„საყმაწვილო ჟურნალში „ნაკადული“ („დილა“) ნიჭიერ ავტორთა ნაწარმოებები ქვეყნდებოდა. სარედაქციო კომისია დიდ მოთხოვნებს უყენებდა სახელოვან მწერლებსაც. ჟურნალის პირველსავე ნომრებში დაბეჭდეს თავიანთი ნაწარმოებები: აკაკიმ, ვაჟა-ფშაველამ, იაკობ გოგებაშვილმა, შიო მღვიმელმა.“

„თითქმის 120 წლის განმავლობაში საბავშვო ჟურნალი სხვადასხვა თაობის მოზარდებისათვის სულიერ ტაძარს აგებდა“.

სტუმარი: ლალი ღაჭავა – ჟურნალის ავტორი, საბავშო მწერალი.

 

4) ვის ეკუთვნის თბილისის მეტროს ცნობილი ხმა?

ბაჩო კვირტიას „ლიტერატურული მატარებლის“ გაჩერება „პიკის საათში“.

სტუმარი: ბაჩო კვირტია – მწერალი, დრამატურგი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: