1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სოხუმის დაცემა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთერთი ყველაზე ტრაგიკული მარცხია. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები იძულებულები გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ და კავკასიის მთებიდან გასულიყვნენ სამშვიდობოს. გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ადამიანი აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა. გადაცემაში „სახლისკენ“, გიორგი კეკელიძის რუბრიკის სტუმარია ჟურნალისტი კობა ბენდელიანი, რომელმაც გაიხსენა ქვეყნის ისტორიის ეს ტრაგიკული ფურცელი.