#სახლისკენ - დღეს კინოთეატრ „ამირანში“ ფილმ „შინდისის“ ჩვენება გაიმართა
#სახლისკენ - დღეს კინოთეატრ „ამირანში“ ფილმ „შინდისის“ ჩვენება გაიმართა

დღეს კინოთეატრ „ამირანში“ მედიის წარმომადგენლებისთვის, კინომცოდნეებისა და ბლოგერებისთვის ფილმ „შინდისის“ ჩვენება გაიმართა. მათ შესაძლებლობა მიეცათ, შეხვედროდნენ რეჟისორს, დიტო ცინცაძეს, ასევე მსახიობებს – დავით ბახტაძეს, გოგა პიპინაშვილს, იდეისა და პროექტის ავტორს ედმონდ მინაშვილს, პროდიუსერ ვლადიმერ კაჭარავას, ოპერატორ მინდია ესაძეს და სცენარის ავტორს – ირაკლი სოლომონაშვილს. თემის დეტალებზე გადაცემაში ისაუბრა ფილმის რეჟისორმა დიმიტრი ცინცაძემ.