#სახლისკენ - სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულთა პრობლემები
სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა უმძიმესი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ბენეფიციარებისთვის ეფექტური და მყისიერი მომსახურებების შექმნის მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ კოლექტიური დავა 2019 წლის 8 თებერვალს დაიწყეს. თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა. დამსაქმებელმა სოციალური მუშაკების მოთხოვნებს ვერ უპასუხა. სწორედ ამიტომ სოციალურ მუშაკებმა კანონით მინიჭებული გაფიცვის უფლება გამოიყენეს და 25 მარტიდან გაიფიცნენ. რატომ იბრძვიან სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის ?
სტუმარი: ზოია შეხოვცევა – სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკი.