#სახლისკენ - იოსებ იმედაშვილი - „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი“
#სახლისკენ - იოსებ იმედაშვილი - „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი“

ხვალ, 26 მარტს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში, დამოუკიდებლობის დარბაზში, იოსებ იმედაშვილის წიგნის, „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი“-ს პირველი ტომის წარდგენა გაიმართება. ბიოგრაფიებს ახლავს მოღვაწეთა სრული ბიბლიოგრაფიები. წიგნის რედაქტორია ქეთი გზირიშვილი, ყდის გაფორმება მხატვარ გიორგი წერეთელს ეკუთვნის. სარედაქციო კოლეგიის წევრია ავტორის შვილიშვილი ბატონი კობა იმედაშვილი, რომლის უშუალო თანადგომითაც მოახერხა ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამ უმნიშვნელოვანესი გამოცემის მომზადება. გადაცემას „სახლისკენ“ სტუმრობდა სწორედ ავტორის შვილიშვილი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი და ჟურნალისტი ბ.ნი კობა იმედაშვილი.