პარასპორტსმენმა ნინო თიბილაშვილმა ფარიკაობა 17 წლის ასაკში დაიწყო და 4 თვის შემდეგ პირველად მიიღო მონაწილეობა უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშებაში. დღეს ის 23 წლამდე ასაკის ეტლით მოფარიკავეებში საუკეთესო მოფარიკავის ტიტულის მფლობელია. გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას პარამოფარიკავენინო თიბილაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობამდე განვლილი გზის და სპორტში პანდემიის გამო შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: