FM ნავიგატორი – როგორ დაეხმარება ფრანგული ფარმაცევტული კომპანია Sanofi ახალი კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში Pfizer-ს და კიდევ რომელ კომპანიებთან თანამშრომლობს Sanofi? რით განსხვავდება კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შექმნილი ახალი, ჭადრაკის მოთამაშე ხელოვნური ინტელექტი MAIA აქამდე არსებული სხვა სუპერინტელექტულური კომპიუტერებისგან? როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც მაგნიტურ-რეზონანსული კვლევების გაანალიზების საფუძველზე ისეთი მძიმე ფსიქიკური დაავადების გამოვლენა შეეძლება, როგორიც არის შიზოფრენია? რატომ ფიქრობს ილონ მასკი, რომ ჯეფ ბეზოსი დაინტერესებულია Starlink-ის პროექტის განხორციელებაში ხელის შეშლით და რას პასუხობს ტესლას დამფუძნებლის პრეტენზიებს ამაზონის დამფუძნებელი?
იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! – წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში უკვე მეექვსეჯერ აღინიშნება. რა ლიტერატურულ ღონისძიებებს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით დღე, რომელიც წელს ეძღვნება გამოჩენილ ქართველ ფილოსოფოსს, მთარგმნელსა და მწერალს ბაჩანა ბრეგვაძეს?
მუსიკალური კალენდარი – შესანიშნავი მუსიკალური კომპოზიციები, რომლების შექმნისთვისაც მათი ავტორები რომანტიკული ურთიერთობების დასრულებას, ან სხვა ცხოვრებისეულ დრამებს უნდა უმადლოდნენ და ცნობილი წყვილები, რომლებმაც ერთმანეთთან დაშორების შემდეგ ყოფილ შეყვარებულებს სიმღერები მიუძღვნეს;
ბიზნესპარტნიორი სახლისკენ – რუბრიკა საქმიანი ადამიანებისათვის. როგორი იქნება ბანკების პოლიტიკა 2021 წელს სესხების გაცემის მიმართულებით? სპეციალისტების მოლოდინი და ბანკების საკრედიტო პოლიტიკის შეფასების შესახებ სტუმარი, საბანკო პროდუქტების ექსპერტი დავით კიკვიძე ისაუბრებს;
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: