#სახლისკენ - საუკუნის „დილა“
#სახლისკენ - საუკუნის „დილა“

საუკუნეზე მეტია, რაც ჩვენს პატარებს ჟურნალი „დილა“ ერთგულად ემსახურება. 2013 წელს მას ქართული პერიოდიკის უწყვეტი ტრადიციისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. რა გზა განვლო ჟურნალმა კნეინა ნინო ქობულაშვილის ლიტერატურულ სალონში შექმნილი შავ-თეთრი საყმაწვილო ნახატებიდან ქართული კომიქსის სამყარომდე,რა წვლილი მიუძღვის თაობების აღზრდაში და რით ხიბლავს ბავშვებს დღეს? – ამ თემებზე გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას ჟურნალ „დილის“ მთავარი რედაქტორის მოადგილემ – თამარ ნინიკაშვილმა ისაუბრა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: