#სახლისკენ -  საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ უპოვართათვის
#სახლისკენ - საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ უპოვართათვის

ანსამბლი „ერისიონი“ და საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ უპოვართა დასახმარებლად ერთიანდებიან. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან მდებარე უფასო სასადილო უკვე 6 წელზე მეტია 150-ზე მეტ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს ყოველდღე ცხელი სადილით უმასპინძლდება. უპოვართა რიცხვი დღითიდღე იზრდება. სახსრების სიმცირის გამო სასადილომ კეთილი საქმის გაგრძელება შეიძლება ვეღარ მოახერხოს. სწორედ ამიტომ 9 მარტს, 20:00 საათზე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი ტარდება. კონცერტიდან შემოსული თანხა კი სრულად უპოვართა სასადილოს მოხმარდება.

სტუმრები: ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი ქორეოგრაფი –  ეკა ჭკუასელი და მამა ალექსანდრე გალდავა.