#სახლისკენ - საირმის სვეტებიდან ჯაყისმანის მონასტრისკენ
#სახლისკენ - საირმის სვეტებიდან ჯაყისმანის მონასტრისკენ

აღმოაჩინე თავიდან, ანუ რაც არ გინახავს საქართველოში, მაგრამ აუცილებლად უნდა ნახო, ვიდრე საზღვარგარეთ წახვალ. ადგილი, სადაც ბუნების გამორჩეული ძეგლი, საირმის კლდოვანი მასივი, ანუ სვეტი მდებარეობს, ქუთაისიდან ორმოცდაათიოდე კილომეტრით არის დაშორებული. აქ შეხვდებით ციცაბო კლდეებს, სვეტისებრ, ან კოშკისებრ კლდოვან წარმონაქმნებს, რომლებიც წარმოუდგენლად შთამბეჭდავი სანახავია. საირმის უდაბნოში მდებარე, ბუნების ძეგლის სტატუსის მქონე საოცრებისა და საქართველო-თურქეთის საზღვარზე არსებული უძველესი ჯაყისმანის მამათა მონასტრისკენ მიმავალ გზაზე თავსგადამხდარი თავგადასავლებისა და შთაბეჭდილებების შესახებ გიამბობთ გადაცემის სტუმარი, ჟურნალისტი ირმა ხარშილაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: