#სახლისკენ - რა შემთხვევაში შეძლებთ მოსწავლის ექსკურსიაზე წაყვანას – სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს და „შეზღუდვები“ მშობლებს
არდადეგები ახლოვდება და სკოლებში ექსკურსიებისთვის მზადება დაიწყეს. გასული წლიდან ბავშვების ჯგუფური ტრანსპორტირება გარკვეულ რეგულაციებშია მოქცეული, რომლის შესრულებაც ყველა სასწავლო დაწესებულებისთვის სავალდებულოა. ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებას არეგულირებს „ბავშვთა უფლებების კოდექსიც“, თუმცა კანონპროექტი პარლამენტში ჯერ განხილვის სტადიაშია და ძალაში შესული არ არის. რაც შეეხება მოქმედ რეგულაციებს, რომელიც სკოლებს გასულ წელს, ერთ-ერთი ექსკურსიის დროს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ გადაეცა, მშობლების ნაწილი ამბობს, რომ რთული შესასრულებელია და თბილისსა და რეგიონის რამდენიმე სკოლაში მათ ექსკურსიის მოწყობაზე უარი მიიღეს, მათ წლის ბოლოს გაიგეს, რომ ექსკურსიასთან დაკავშირებით სკოლაში წლის დასაწყისში პროექტი უნდა წარედგინათ. გადაცემაში „სახლისკენ“ ამ თემაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ხუციშვილმა ისაუბრა.