#სახლისკენ - ქართველი დიზაინერების მიერ რეალიზებულმა პროდუქციამ პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში 2 000 000-ზე მეტი შეადგინა
პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, ქართველი დიზაინერების მიერ გაყიდულმა პროდუქციამ 2 149 653 (702 501 ევრო) ლარი შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 18 ქართველი დიზაინერი, 2019 წლის 28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, საფრანგეთში, ქალაქ პარიზში გამართული მოდის კვირეულში მონაწილეობდა. დიზაინერებს საკუთარი პროდუქცია კვირეულის ფარგლებში გამართულ საგამოფენო სივრცეებში (შოურუმებში) ჰქონდათ წარმოდგენილი. სააგენტოს ხელშეწყობით გამართული ანალოგიური ღონისძიებების შედეგად გაფორმებული კონტრაქტების კუთხით, ეს რეკორდული მაჩვენებელია. აღნიშნული მოვლენის შესახებ გადაცემაში „სახლისკენ“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ , მარიამ თურნავამ ისაუბრა.