ნიუ-იორკში არსებულ ქართულ დიასპორას საკუთარი თეატრი აქვს და წლების მანძილზე აქტიურად მოღვაწეობს, ის აერთიანებს საქართველოდან ამერიკაში საცხოვრებლად გადასულ ქართველ მსახიობებს, რომლებიც გარდა სპექტაკლებისა ქართული დიასპორისთვის უამრავ ღონისძიებას მართავენ. გადაცემა “სახლისკენ” სატელეფონო ჩართვით დაუკავშირდა თეატრის ერთ-ერთ წამყვან მსახიობს ცუცა კაპანაძეს, რომლისგანაც მსმენელმა შეიტყო, რომ რამდენიმე ხნის წინ მათ ქართული პოეზიის საღამო გამართეს და ახლა ქართული ბრენდის დღის აღსანიშნად ემზადებიან.
სატელეფონო ჩართვა: ცუცა კაპანაძე – მსახიობი (ამერიკაში მცხოვრები)