#სახლისკენ – 29 აპრილს აკაკი ხორავა დაიბადა

20:55, 29.04.2022
-0:00

1895 წლის 29 აპრილს დაიბადა აკაკი ხორავა – გენიალური მსახიობი და ქართული თეატრალური სფეროს ერთ-ერთი ფუძემდებელი.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მისი პირადი ფონდი – ხელნაწერები, ავტობიოგრაფიული ჩანაწერები თუ მოგონებები განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს, უკეთ გვაცნობს და გვაახლოებს დიდ მსახიობს.

ეს საარქივო მასალები მოგვითხრობს, თუ რატომ არჩია აკაკი ხორავამ თეატრალური ხელოვნება სამედიცინო სფეროს;

რა შეხედულება ჰქონდა მას მწერლებზე, თეატრის კრიტიკოსებზე, მსახიობებსა და რეჟისორებზე, მარცხსა თუ წარმატებაზე.

სტუმარი: მარინა სხირტლაძე – საქართველოს ეროვნული არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების უფროსი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი