#სახლისკენ - 6 ოქტომბერს დაიბადა ვერიკო ანჯაფარიძე
#სახლისკენ - 6 ოქტომბერს დაიბადა ვერიკო ანჯაფარიძე

„არც ერთი პროფესია არ მოითხოვს ადამიანისაგან ისეთ თავგანწირვას, როგორსაც თეატრი და ამასთან ერთად, არც ერთი სხვა პროფესია არ მოგანიჭებთ ისეთ ბედნიერებას, როგორსაც თეატრი. იმიტომ, რომ თეატრი თქვენი საკუთარი, ერთადერთი სიცოცხლის ნაცვლად, ათასი სხვა სიცოცხლით მოგამარაგებთ. თეატრი მოგანიჭებთ უნარს, ათასჯერ გაიმეოროთ თქვენი ცხოვრება, ათას ქვეყანაში, ათას ეპოქაში, ათასი სახით… მოგცემთ ბედნიერების ისეთ განცდას, რომელიც ათასჯერ აღემატება ჩვეულებრივს, ცხოვრებისეულს.. ბედნიერებას, რომლის გამო სამუდამოდ თეატრის მონა ხდები: ყველაფერს თმობ ამ გაუმაძღარი, სასტიკი და ზებუნებრივი სიხარულის მომნიჭებელი სასწაულისთვის…“ვერიკო ანჯაფარიძე. დიდი მსახიობის ცხოვრების და შემოქმედების შესახებ გადაცემის სტუმარმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, საქართველოს დამსახურებულმა ჟურნალისტმა გუბაზ მეგრელიძემ ისაუბრა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: