პიკის საათი - 24.10.2022
პიკის საათი - 24.10.2022

1) „ვკვდები როგორც ქვეყანა“ და მიღმა

„დაუთმეთ მეტი დრო შემოქმედებითს, ვინაიდან რადიო ფანტაზიას ავითარებს და ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კითხვა“ – იტყვის თანამედროვე საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი დიმიტრის დიმიტრიადისი 23 ოქტომბრის შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრისა, რომელმაც საზოგადოებას ბევრი საფიქრალი გაატანა თან.

რესპონდენტები: დიმიტრის დიმიტრიადისი – მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი

თათია მთვარელიძე – ელინისტი, მთარგმნელი

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) რუბიკა „კლასობანა“ – ბავშვის უსაფრთხოება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ საერთაშორისო სავალდებულო დოკუმენტია და 54 მუხლისაგან შედგება. იგი აყალიბებს ბავშვთა კეთილდღეობის მინიმალურ სტანდარტებს, მათი განვითარების თითოეული ეტაპისთვის.

ბუნებრივია მნიშვნელოვანია განვითარების შესაბამისად, ყველა ასაკში ბავშვმა იცოდეს, როგორ შეძლოს სხვადასხვა სიტუაციაში საჭირო ინფორმაციის გამოყენება და საკუთარი თავის დაცვა.

ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იცოდნენ უცხო გარემოში მოქცევის წესი, რადგან ფაქტები და სტატისტიკა ადასტურებს ბავშვებისთვის პირადი საზღვრების სწავლების საჭიროებას.

რესპონდენტი: ნატო ბაქრაძე – ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოკონსულტანტი; ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრის „იდილია“ ფსიქოლოგი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) პოსტპანდემიური ქართული თეატრი  

ფესტივალები, პრემიერები, ახალი პროექტები – სათქმელი, რაც ქართულ თეატრს დაუგროვდა,

სტუმარი: დავით ბუხრიკიძე – თეატრმცოდნე

 

4) პირველი არხის სპორტული ფოტოგრაფი

სპორტისა და ფოტოგრაფიის სიყვარულმა ბადრი კეთილაძესთან მიიყვანა და 2009 წლიდან სპორტული ფოტოგრაფიის ოჯახსაც შეუერთდა.

დღეს უკვე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მედია გუნდის წევრია.

სტუმარი: თამუნა ყულუმბეგაშვილი – სპორტული ფოტოგრაფი

 

5) ქართველი ფოტოგრაფის წარმატება UNESCO-ს ფოტოკონკურსში

ფოტოზე აღწერილი ბორჩალოური ხალიჩის ქსოვის ტრადიცია და მეორე საპატიო წოდება UNESCO-ს ფოტოკონკურსში „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“.

ფოტორეპორტაჟი ოკუპირებული ტერიტორიიდან, იქ მცხოვრები ოჯახების ფოტო ისტორიები და დასავლურ პრესასთან თანამშრომლობის შედეგები.

რესპონდენტი: ნიკოლო ვინჩენცო მალვესტუტო – ფოტოგრაფი

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

6) საინჟინრო ტექნოლოგიების კვირეული

ყოველდღიურობაში ტექნიკური მიღწევები სულ უფრო მეტად აღწევს ყველა სფეროში და აღძრავს ბავშვების ინტერესს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ.

გურჯაანის ტექნოპარკის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით საინჟინრო ტექნოლოგიების კვირეული გურჯაანის ტექნოპარკში 5 დღის განმავლობაში ჩატარდება.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაინტერესებას საინჟინრო ტექნოლოგიებით და ინოვაციური სტარტაპ პროექტების შექმნას ინჟინერიის დარგში.

რესპონდენტი: ელენე გოგოლაშვილი – გურჯაანის ტექნოპარკის მენეჯერი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: