ჭუბერის არქოლოგიური კვლევისას ნაპოვნი 2 500 წლის წინანდელი წერაყინი, როგორც საქართველოში მთაში სიარულის ტრადიციის მარავალსაუკუნოვანი ტრადიციის მტკიცებულება და 1786 წლის ასვლა მონბლანზე, რომელიც მსოფლიო ალპინიზმის სათავედ არის მიჩნეული; მე-19 საუკუნის უცხოელი ალპინისტების დაინტერესება კავკასიის მთებით და მათი ქართველი გამყოლები; საბჭოთა ალპინიზმის ფუძემდებელი ქართველი მთამსვლელები და ქართული, ასევე საბჭოთა ალპინიზმის დედად წოდებული ალექსანდრა ჯაფარიძე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოში პირველი ალპინისტი ქალი ყოფილა; ალპინიზმის სკოლის სამხედრო მნიშვნელობა და 3 ქართველი ალპინისტის მიერ იალბუზიდან ჩამოხსნილი ნაცისტური დროშა; ალპინიზმთან დაკავშირებული ტრაგიკული შემთხვევების სტატისტიკა და ქართული ალპინიზმის პირველი მსხვერპლი, მთამსვლელური თავგანწირვის და ერთგულების მაგალითი; მწვერვალზე ასვლა, როგორც არა მისი დაპყრობის ჟინი, არამედ საკუთარ თავთან ჭიდილი და ქართველი ალპინისტების პირველი წარმატებები საერთაშორისო ექსპედიციებში; საბჭოთა ალპინიზმის ფედერაციის მიერ დაბლოკილი მიხეილ ხერგიანისა და იოსებ კახიანის მონაწილეობა ევერესტის ექსპედიციაში და პირველი ქართველი ალპინისტი ევერესტზე (1991წ.); ტარიელ საყვარელიძე და გიორგი შავგულიძე ქართველი ალპინისტების შესახებ გადაღებულ მხატვრული ფილმში და მასში შესული ნატურალური კადრები;
სტუმარი – საქართველოს რადიოს ჟურნალისტი, ალპინიზმის მკვლევარი, წიგნის „მყინვარწვერიდან ევერესტამდე“ ავტორი ივანე ჯაფარიძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: