პიკის საათი - 16.02.2023
პიკის საათი - 16.02.2023

1) ტარიელ საყვარელიძე – 100

წიგნის „ტარიელ საყვარელიძე (ღირსეული მარჯანიშვილელი – 100)“ – წარდგენა გაიმართა საქართველოს მწერალთა სახლში. წიგნი ეძღვნება საქართველოს სახალხო არტისტის, მხატვრული კითხვის ოსტატის ტარიელ საყვარელიძის დაბადების 100 წლისთავს.

ესაა პირველი მონოგრაფია მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

რესპონდენტები: ივანე ჯაფარიძე – წიგნის ავტორი; ჟურანლისტი,

ლია მეტრეველი – საქწიგნის გენერალური დირექტორი,

გუბაზ მეგრელიძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; ჟურნალისტი,

ასმათ ტყაბლაძე – მსახიობი, გიორგი შალუტაშვილი – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; პროფესორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) „ეს არის კინო“ ბერლინალეზე

16 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე სამოცდამეცამეტედ აიღებს სტარტს. „ეს არის კინო“ 16 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით ბერლინალეზე მიემგზავრება და ფესტივალს ყოველდღიურად გააშუქებს.

რესპონდენტები: ლიზა ალფაიძე და ანი კილაძე – კინომცოდნეები.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) ჟესტური ენის მნიშვნელობა

რესპონდენტი: თინათინ  ბერძენიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.

სტუმარი: ლეკე ჯაფოშვილი – ჟესტური ენის სპეციალისტი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) კარპმანის სამკუთხედი

ე.წ. „დრამის“ „ბედის“ სამკუთხედი, მანიპულაციური თამაშები და როლები, რომლებსაც ადამიანები სხვადასხვა სიტუაციაში ირგებენ.

რაში გვიშლის ხელს ეს თამაშები და როგორ შეიძლება ამ სამკუთხედიდან გამოსვლა?

რესპონდენტი: მარიკა ხალიანი – პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების ქოუჩი, ტრენერი, მენტორი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

5) შესაძლებლობა სიმღერის მოყვარულთათვის

რეპერტუარის დიაპაზონი ბახის ქორალებიდან, თანამედროვე მუსიკის ჩათვლით.

სმენის, რიტმის და მეტყველების გასავითარებელი სპეციალური სავარჯიშოები სიმღერის მოყვარულთა გუნდისთვის „საავტორო სტუდიისგან.“

რესპონდენტი: ნინო ჯანჯღავა – კომპოზიტორი; დირიჟორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: