ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით ტრადიციულად ქალთა ისტორიის თვეს აღნიშნავს. თვის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიება გაიმართება. ქალთა ისტორიის თვეზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე გადაცემაში „სახლისკენ“ ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მკვლევარებმა, თამარ კაპანაძემ და მარიამ მელქაძემ ისაუბრეს.