#სახლისკენ - ქართული საწარმო „დადარის“ სათამაშოები ევროპას და ამერიკას იპყრობს
#სახლისკენ - ქართული საწარმო „დადარის“ სათამაშოები ევროპას და ამერიკას იპყრობს

არქიტექტორი მერაბ კუჭუხიძე სათამაშოების წარმოების მიმართულებით უკვე დიდი ხანია მუშაობს. 2018 წლიდან მის საწარმოში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები არიან დასაქმებულები. ამისთვის გადამზადდა 7 შშმ პირი და დღეს 3 მათგანი სოციალური საწარმო დადარის თანამშრომელია. საწარმოში მზადდება ხის ხელნაკეთი და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები. მიუხედავად ფუნქციონირების დროის სიმცირისა, საწარმომ ევროპული სტანდარტი დააკმაყოფილა, რის შედეგადაც უკვე ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზეცაა წარმოდგენილი. დადარის ღირებულებებსა და პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებულ დეტალებზე გადაცემაში „სახლისკენ“ სოციალური საწარმო დადარის დირექტორმა, არჩილ გობეჯიშვილმა ისაუბრა.