#სახლისკენ -  „ოქროს პეპლის“ ონლაინ ეფექტი
#სახლისკენ - „ოქროს პეპლის“ ონლაინ ეფექტი

საბავშვო ფილმების ფესტივალი „ოქროს პეპელა 2020“ ონლაინ ფორმატში ჩატარდება და სამ დღეს გაგრძელდება; საკონკურსო ფილმების მიღება-შერჩევა კი მთელი წელი მიმდინარეობდა და საერთაშორისო ჟიური მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ბავშვების ნამუშევრებიდან არჩევდა. წლევანდელ ფესტივალზე ფილმების ნახვა, მათი შეფასება, ვორქშოფებში და მასტერკლასებში მონაწილეობა სრულად ციფრულ ფორმატში იქნება შესაძლებელი; კიდევ რას გეგმავენ „ოქროს პეპელა 2020“-ის ორგანიზატორები გიამბობთ გადაცემის სტუმარი, ფესტივალის დირექტორი ირაკლი ჯაოშვილი (სატელეფონო ჩართვა).

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: