როგორ აისახება მსოფლიო პანდემიის გამო დაძაბული საერთო ვითარება და მასზე ახლობელი, ზრდასრული ადამიანების რეაქცია ბავშვებზე და რატომ არის ორმაგად უფრო რთული ბავშვებისთვის შექმნილი სიტუაცია? რა კავშირია სტრესის ხარისხსა და ბავშვის ხასიათის ინდივიდუალურ თავისებურებებს, ან ასაკობრივ კატეგორიებს შორის? რატომ უჭირთ ონლაინ გაკვეთილებთან შეგუება უფრო მეტად იმ ბავშვებს, ვისაც ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა აწუხებს და რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასეთ დროს მშობლის მხარდაჭერა და რაში უნდა გამოიხატებოდეს უფროსის მხრიდან პროცესში თანამონაწილეობა? რომელი ნიშნები მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვი მშობლის მხარდაჭერის გარდა დამატებით თერაპიულ დახმარებასაც საჭიროებს? სპეციალისტის რეკომენდაციები მშობლებისათვის ბავშვებში დისტანციური სწავლებით გამოწვეული სტრესებისა და პრობლემების პრევენციის, დროული იდენტიფიცირების, ასევე დახმარების აღმოსაჩენად.
სტუმარი – ფსიქოლოგი ბარბარე ჭკუასელი (კლინიკური ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი; კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი).
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: