#სახლისკენ - ქართული ანიმაცია დღეს და მისი გამოწვევები
#სახლისკენ - ქართული ანიმაცია დღეს და მისი გამოწვევები

როდიდან და რატომ აღინიშნება მსოფლიოში ანიმაციის საერთაშორისო დღე 28 ოქტომბერს და როდის დაიწყო ქართული ანიმაციის ისტორია? როგორ მიმდინარეობს კინოფესტივალი Doclisboa 2020, სადაც ქართული რეტროსპექტივა ქართული ანიმაციური ფილმებით გაიხსნა და რომელი ფილმები შეირჩა ფესტივალზე წარსადგენად? რატომ არის უხარისხო ძველი ქართული ფილმების ასლები და სად ინახება მეტ-ნაკლებად ხარისხიანი ფირები? რა სიახლეები იყო ანიმაციური ფილმების პროექტების წლევანდელ ვორქშოფზე, რომელი პროექტები აღმოჩნდა წარმატებული და რა გავლენა მოახდინა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტმა ვორქშოფის მიმდინარეობაზე? რით დაჯილდოვდა გამარჯვრბული პროექტები? რომელი ქართული ანიმაციური ფილმის პრემიერა შედგება ნოემბრის ბოლოს იაპონიაში და რომელი ფესტივალების საკონკურსო პროგრამებშია ის შეტანილი? რა სირთულეების წინაშეა ამჟამად თანამედროვე ქართული ანიმაცია და დაიწყო თუ არა ქართული ანიმაციის ახალი ტალღა? შესაძლებელია, თუ არა მწირი ბიუჯეტით მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ანიმაციური ფილმების გადაღება?

სტუმარი- გაერთიანება „საქანიმას“ დამაარსებელი მარიამ კანდელაკი (სატელეფონო ჩართვა ბერლინიდან).

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: